ილიკო სუხიშვილი (დ. 4 აპრილი, 1907, თბილისი — გ. 24 მარტი, 1985, იქვე), ნინო რამიშვილი
საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დამფუძნებელი.
1926 წელს ქართული ხალხური ცეკვების სტუდიის დამთავრების შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავეა, მოგვიანებით კი სოლისტია და დამდგემელ-ქორეოგრაფი. საქართველოს გარდა, იგი წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის დიდ თეატრში (რუბინშტეინის “დემონი”, გლინკას “რუსლან და ლუდმილა”, პროკოფიევის ბალეტი “კუზიანი კვიცი”) და ამავე დროს მუშაობდა ბალეტმაისტერ კასიან გოლეიზოვსკის ასისტენტად, პარალელურად სწავლობდა ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.
1932 წელს ი. სუხიშვილი სტაჟირებაზეა მოსკოვის დიდ თეატრში ცნოილ ბალეტმაისტერ გოლეიზოვსკისთან. ამავე დროს იგი ცეკვის ხელოვნებას იმდიდრებდა და ხვეწდა ლუნაჩარსკის სახელობის სასწავლებელში. 1935 წელს სამშობლოში დაბრუნდა და იმავე წელს მონაწილეობა მიიღო ლონდონში ხალხური ცეკვების პროფესიონალ შემსრულებელთა მსოფლიო ფესტივალზე, სადაც მან ფესტივალის ლაურეატის წოდება და მედალი დაიმსახურა.
1936 წლიდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და ბალეტმაისტერია. სხვადასხვა დროს მას დადგმული აქვს ცეკვები ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერსა” და “დაისში” (თბილისისა და კიევის ოპერის თეატრები), დოლიძის “ქეთო და კოტეში” (კიევი),
1945 წელს, ნინო რამიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, რომელმაც მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის უძველესი და უმდიდრესი ისტორია და კულტურა.
დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

