თამარ კუკავა (1921-2007) –
ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1942 წელს. 1946-1948წწ. მუშაობდა ქ. გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად; 1948-1952წწ. ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად; 1952-1971წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 1971-2006წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრის პროფესორი. სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მან სრულყოფილად იცოდა ძველი ბერძნული ენა. 30-მდე წიგნის და უამრავი სტატიის ავტორია.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა შვილმა – ქალბატონმა მანანა ქუმსიშვილმა.
