კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თამარ ვახვახიშვილი (დ. 4 იანვარი, 1894, ვარშავა — გ. 31 ოქტომბერი, 1976, თბილისი)
კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში, შემდეგ დაამთავრა პარიზის კონსერვატორიის ვივალდის საკომპოზიციო კლასი. 1921-1926 წლებში იყო თბილისის მუსიკალური სკოლის დირექტორი, ამავე დროს რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების მუსიკალური ნაწილის გამგე. 1933-1971 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში, რომლის წამყვან თეატრებში მუსიკალურად გააფორმა მრავალი სპექტაკლი. თამარ ვახვახიშვილი იყო კოტე მარჯანიშვილის უახლოესი თანამშრომელი. მან დიდ ხელოვანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა და ტრადიცია შეუქმნა თბილისის დრამატულ თეატრში მუსიკალური ხელოვნების ფართოდ დამკვიდრებას. შექმნა მუსიკა 100-მდე დრამატული სპექტაკლისათვის.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments