თამაზ ბაძაღუა (დ. 1959, ნახუნავო, მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 5 ნოემბერი, 1987, სამტრედიის მიდამოები) — დრამატურგი, პოეტი. 1975 წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 23 წლისამ 1982 წელს გამოსცა პირველი წიგნი. 1985 წელს გამომცემლობა „განათლებამ“ დასტამბა მის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსები. თარგმნა პიერ პაოლო პაზოლინის, მიქელანჯელო ბუონაროტის, გიიომ აპოლინერის, რაინერ მარია რილკეს ლექსები. თამაზი მუშაობდა დრამატურგიაშიც. ის იყო ახალგაზრდა დრამატურგთა ბიჭინთვის სემინარის უცვლელი წევრი. მისი პიესები იდგმებოდა რუსთავის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის, ერთი მსახიობის თეატრებში. 1987 წლის 5 ნოემბერს პოეტი და დრამატურგი თამაზ ბაძაღუა ოჯახთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.

