თამაზ ბოხუა (1937 – 2001) –
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
მეცნიერი გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის დარგში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი(1990), პროფესორი(1993). მისი შრომები ეხება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა, ბეტონის მაღლივი თაღური კაშხლების სეისმომედეგობისა და საიმედოობის აქტუალურ საკითხებს.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.
