კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თამაზ ჩხენკელი (დ. 26 ნოემბერი, 1927 – გ. 9 ნოემბერი, 2010) –  პოეტი, მწერალი, ლიტერატორი. ინდური და ჩინური პოეზიის მთარგმნელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი (1952). მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. გამოქვენებული აქვს მრავალი ნაშრომი ასომთავრული ანბანის შექმნის, მისი გრაფიკული დ რიცხვული სტრუქტურის შესახებ. მწერლის ერთ–ერთი საუკეთესო თარგმანად რაბინდრანათ თაგორის „გიტანჯალი“ ითვლება, ისევე როგორც ბო ძიუ–ის ლირიკა.  მას ეკუთვნის ცნობილი მონოგრაფიები და ლიტერატურული წერილები, რომელთა შორის მონოგრაფია „ტრაგიკული ნიღბები“ ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილი საუკეთესო წიგნია. თამაზ ჩხენკელი 2002 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. გარდაიცვალა 2010 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted