კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თამაზ მესხი (1933-1999) – რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1957-1968წწ. მუშაობდა ქუთაისის თეატრის რეჟისორად; 1969 წელს მთავარ რეჟისორად; 1971-1979წწ. დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანლად; 1970-1971წწ. მოსკოვის ვ. მაიაკოვსკის სახ. თეატრის რეჟისორ-სტაჟიორად; 1973 წელს რუსთავის თეატრის რეჟისორად; 1986-1989წწ. დირექტორად და მთავარ რეჟისორად. იყო თბილისის ბავშვთა ცენტრალური თეატრის მთავარი რეჟისორი, ამავე წლიდან ქუთაისის საქალაქო გამგეობის კულტურის სამმართველოს უფროსი და  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1998 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის პროფესორი. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments