თამაზ ნადარეიშვილი (19 ივლისი, 1954 – 31 აგვისტო, 2004) – პოლიტიკოსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. დაიბადა და გაიზარდა სოხუმში. ჩააბარა სოხუმის უნივერსიტეტში, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისში დაამთავრა. საბჭოთა კავშირის „პერესტროკის“ პერიოდში ჩაერთო საქართველოს განმათავისუფლებელ მოძრაობაში. აფხაზეთის ომის (1992-93) შემდეგ გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. იყო 1999 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. გარდაიცვალა გულის შეტევით 2004 წლის 31 აგვისტოს, 50 წლის ასაკში.

