თამაზ ნატროშვილი (1937-2022) –
ისტორიკოსი, მეცნიერი, მწერალი. აღმოსავლეთმცოდნე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1960 წელს. 1961 წლიდან მუშაობს გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. პირველი მოთხრობა “ხვალ დოღი იქნება ხეობაში” გამოაქვეყნა 1956 წ., მოთხრობათა პირველი კრებული “გამოღვიძება” – 1963 წ., თ. ნატროშვილს ეკუთვნის აგრეთვე პროზაული კრებული “სიმაღლე” (1960), მხატვრული ისტორიული ჟანრის წიგნი “მაშრიყით მაღრიბამდე” (1974).
დაკრძალულია მახათას პანთეონში.

