თამაზ სტეფანია (1950-1972) – ფეხბურთელი, პოზიციით მეკარე. დაიბადა ბოლნისში 1950 წლის 28 სექტემბერს. ვარჯიში და თამაში დაიწყო ადგილობრივ გუნდში. 1968 -70 წლებში თამაშობდა გორის “დილაში”, 1970-72 წლებში კი თბილისის “დინამოში”, სადაც მან 27 თამაშის ჩატარება მოასწრო. აღსანიშნავია, რომ მისი მშობლური ბოლნისის ცენტრალური სტადიონი მისი სახელობისაა. დაკრძალულია ბოლნისის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ (ქალბატონი თამარი), ფოტოები გადაღებულია ქალბატონი მარიამ პაპიაშვილის მიერ.

