კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თამაზ ტყემალაძე (დ. 29 ივლისი, 1949, სოფ. ლელიანი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი — გ. 6 დეკემბერი, 2021) – პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ფილოლოგი. ლაგოდეხის საპატიო მოქალაქე, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საჩხერის საპატიო მოქალაქე,თბილისის საპატიო მოქალაქე, ყვარლის საპატიო მოქალაქე. 1993-2004 წლებში — ტელერადიოს სახელმწიფო კომიტეტის კომენტატორი. ხალხური და ლიტერატურული ხელოვნების მთავარ რედაქციათა მთავარი რედაქტორი. ტელევიზიის გენერალური დირექტორის მოადგილე, მიმართულების მთავარი პროდიუსერი. 2013-2021 წლებში — საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. 2013 წლის სექტემბრიდან 6 თვის განმავლობაში ასრულებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას. დაკრძალულია მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments