კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თამაზ ჭილაძე (დ. 5 მარტი, 1931, სიღნაღი — გ. 28 სექტემბერი, 2018, თბილისი) – მწერალი, პოეტი და დრამატურგი. საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე. 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა (ვაჟთა მე-7 სკოლა), შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ კი — ასპირანტურაში. პირველი ლექსი 15 წლისამ დაწერა. თამაზ ჭილაძე მუშაობდა „ცისკარში“ განყოფილების გამგედ (1958-1964); რუსთაველის პრემიების კომიტეტში — პასუხისმგებელ მდივნად (1964-1972); ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ — მთავარ რედაქტორად (1972-1981), მწერალთა კავშირში — მდივნად (1981-1987); ჟურნალ „მნათობის“ მთავარ რედაქტორად 1997 წლიდან. მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, დკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია თინა ჭილაძის გვერდიდან.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments