კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თამაზ წივწივაძე (1941-2018)
კრიტიკოსი, მწერალი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1970 წელს. 1975 წლიდან იყო ჟურნალ “ცისკრის” დამატების – “ნობათის” რედაქტორი; 1978 წლიდან ამავე ჟურნალის პროზის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან ალმანახ – “საუნჯის” კრიტიკისა და პუბლიცისტიკის განყოფილების გამგე; 1992 წლიდან გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორია; 1997 წლიდან – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ეკლესიის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments