ტარიელ კვანჭილაშვილი (1920-1998)
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს.
მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. მუშაობდა თსუ-ს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე. პირველი ნაშრომი 1950 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი-მონოგრაფია “ლეო ქიაჩელი” – 1955 წელს. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967).
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
