ტარიელ ქამაშიძე (1988-2008) – კაპრალი. რუსეთ-საქართველოს ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, მედალი “მხედრული მამაცობისთვის”. დაიბადა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანში. საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა, მისი დასრულების შემდეგ კი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სამხედრო სამსახურში მხოლოდ ერთი წელი და ერთი თვე იმსახურა. ტარიელ ქამაშიძე 9 აგვისტოს, როკის გვირაბთან, სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. მეოთხე ქვეითთა ბრიგადაში მსახურობდა. ტარიელ ქამაშიძის ცხედარი თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს. 2008 წლის ბოლოს გადმოასვენეს მშობლიური სოფლის სასაფლაოზე. სოფელ მირაშხანში 2011 წელს მისი სახელობის მემორიალი და წყარო გაიხსნა. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნინო მამულაძემ.