ტარიელ შარიფაშვილი (დ. 20 დეკემბერი, 1960, სოფ. ზემო ხანდაკი, კასპის მუნიციპალიტეტი, — გ. 25 სექტემბერი, 1993, სოხუმი) – სამხედრო მეთაური, პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის (1992-1993) მონაწილე. გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. 1992–1993 წლებში იყო კასპის რაიონის გამგებელი. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს მეთაურობდა ძირითადად მოხალისეებისგან დაკომპლექტებულ ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონს; დაიღუპა 1993 წლის სექტემბერში სოხუმისთვის უკანასკნელი ბრძოლების დროს ქალაქის სადგურის მიდამოებში. შარიფაშვილის სახელი ეწოდა ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, რომლის ეზოშიც დგას მისი ბიუსტი. მისი სახელობის სკვერი და ბიუსტი არის ასევე ქ. კასპში. დაკრძალულია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში.

