ტარიელ ჭიჭინაძე (1951-2022) – საოპერო მომღერალი . სახალხო არტისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1971 წელს (ვოკალური). 1975–1990წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბანი); დებიუტი – ცანგალა; 1995 წლიდან არის ბათუმის ოპერის თეატრის სოლისტი. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
