კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

რევაზ თარხან–მოურავი (1923-1993) – საქართველოს სახალხო მხატვარი. 1958 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1949 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო, საზღვარგარეთის გამოფენებში. 1964 საქართველოს დამსახურებული მხატვარი. მნიშვნელოვანი გამოფენები: 1959 ახალგაზრდობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფესტივალი, ვენა, ავსტრია. 1959 ქართული ხელოვნების კვირეული ვარშავაში, პოლონეთი. 1959 საბჭოთა გრაფიკის გამოფენა , ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 1959 საბჭოთა გრაფიკის გამოფენა, კოპენჰაგენი, შვედეთი. 1958 ქართული ხელოვნების დეკადა, მოსკოვი, ნამუშევრები დაცულია ეროვნული მუზეუმში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments