კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ტასო აბაშიძე (დ. 17 მარტი/29 მარტი, 1881, თბილისი — გ. 15 სექტემბერი, 1958) – მსახიობი. საქართველოს  სახალხო არტისტი (1943). ვასო აბაშიძისა და მაკო საფაროვ-აბაშიძის ქალიშვილი. განათლება პარიზში ედ. შავანიას მუსიკალური დეკლამაციის სასწავლებელში მიიღო. სადებიუტო როლი 1899 წელს ითამაშა (მაშო, აზიანის „ფული და ხატისხი“) და თბილისის დრამატულ დასში ჩაირიცხა. 1921-1925 წლებში რუსთაველის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა, 1926-1927 წწ. — ჭიათურის თეატრში, 1933-1948 წწ. — მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. განასახიერა 100-მდე როლი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია შვილიშვილი ვასილ აბაშიძე (1935-2012) – მოცეკვავე, საქართველოს დამსახურებული არტისტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე,  თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბალეტის მოცეკვავე); 1965–1997წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი; 1972–1973წწ. ქ. ბაღდადში (ერაყი) საბალეტო დასის ერთ–ერთი დამაარსებელი; 1976–1977წწ. ქ. სტარაია ზაგორა (ბულგარეთი) საბალეტო სტუდიის პედაგოგი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments