კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ ბარათაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი — გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი)
პოეტი.
თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 – 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მიღებაზე, რუსეთში გამგზავრებაზე. 1836-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 წელს დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა.
ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 წელს განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო.
1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

ნიკოლოზ ბარათაშვილის გადასვენება მთაწმინდაზე                       
ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი                 
ბარათაშვილის საფლავი განჯაში (?)            
მელიტონ ბარათაშვილი (დ. 1795, თბილისი — გ. 1860, ოსიაური, ხაშურის მუნიციპალიტეტი)
თარჯიმანი, სახელმწიფო მოხელე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მამა. დაკრძალულია ოსიაურში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა პაატა ურიადმყოფელმა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments