თამაზ ყურაშვილი (1947-2023)
კომპოზიტორი, მუსიკოსი, ჯაზმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1970 წელს; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1968-1969წწ. იყო ფილარონიის ანსამბლ “დიელოს”, 1970 წელს ანსამბლ “ჩანგის, 1968-1982წწ. რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი; 1979 წელს ჯაზ-ანსამბლის ხელმძღვანელი; 1983-1985წწ. საესტრადო-სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1987 წლიდან, წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში.
დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.
