კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თედო ავალიშვილი (ლილოელი) – (1860-1930)
‎ ‎ ‎ ‎
სახელგანთქმული ფალავანი.
‎ ‎ ‎
კოსტა მაისურაძის მწვრთნელი: თურმე თიანეთში ყოფილა ძლიერი მოჭიდავე თიანელი ტონე. ტონეს დაუტრაბახია თედო წაქცეული მყავსო. გაუგია თედოს და ძალიან გაბრაზებულა. ერთხელ თედო მინდორს ხნავდა, ვიღაცას უთქვია, თედო დღეს მცხეთობააო. უი, თუ დღეს მცხეთობაა, წავალ იქ ტონე იქნება და დავეჭიდებიო. ტანსაცმელი შეუსწორებია, ჩაუფერთხია, შემჯდარა ცხენზე და წასულა მცხეთაში. მივიდა და რას ხედავს, ტონე ტრიალებს წრეში და ჩხუბობს, რატომ არავინ მეჭიდავებითო? გაბრაზებული თედო დაჭიდებია და წაუქცევია. იმ დროს ილია ჭავჭავაძე ყოფილა მაზრის უფროსი, მისულა თედოსთან და ოქროს თუმნიანი უჩუქებია.
დაკრძალულია თბილისში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა თამაზ გოგიბედაშვილმა.
‎ ‎ ‎
‎ ‎ ‎
‎ ‎ ‎
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments