თეიმურაზ ჯანგულაშვილი (დ. 25 მაისი, 1923, საგარეჯო — გ. 29 ივნისი, 1996) — პოეტი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა თსუ (1953), იყო გაზეთ „წიგნის სამყაროს“ რედაქტორი (1968–1983). პირველი კრებული „ცხრაასორმოცდახუთი“ გამოსცა 1948 წელს. მასვე ეკუთვნის კრებულები: „მაისი ოდერზე“ (1956), „ლექსები“ (1957), „მეოთხედი საუკუნის გადასარბენზე“ (1965 წ), „შუააზიური ჩანაწერები“ (1970), „ზღვისა და მიწის ლეგენდა“ (1971), „აღმართი“ (1977), „ლექსები“ (1980), „იმედის ზვრები“ (1983). თეიმურაზ ჯანგულაშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ. ოსურ, აფხაზურ, სომხურ, ყირგიზულ, ესტონურ, მოლდავურ, პოლონურ, რუმინულ და სხვა ენებზე. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მარიკა ბაირამაშვილი (1928-1998).