კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თეიმურაზ კაკულია (დ. 26 აპრილი, 1947, თბილისი — გ. 25 აგვისტო, 2006, თბილისი) – ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი 91-ე ჩოგანი. სსრკ-ს სპორტის დამსახურებული ოსტატი (1977) და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. დიდი სლემის ტურნირებზე ერთეულთა თანრიგში კაკულიას საუკეთესო მიღწევა აშშ-ის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში გასვლა იყო, ხოლო წყვილებში ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა 1973 წელს. ერთეულთა რეიტინგში კაკულიას უმაღლესი პოზიცია იყო 91-ე, 1975 წელს. მისი სხვა მიღწევებიდან აღსანიშნავია ევროპის ოთხგზის ჩემპიონობა მოყვარულთა შორის, სსრკ-ს 6 ჩემპიონის ტიტული. კაკულია 3-ჯერ გახდა სსრკ-ს თასის გამარჯვებული 1972, 1975 და 1976 წლებში. იგი 11 წლის განმავლობაში შედიოდა სსრკ-ს საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელთა ათეულში. მონაწილეობას იღებდა დეივისის თასზე სსრკ-ს ნაკრებში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს კომერციულ სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments