თეიმურაზ ლოლაძე (დ. 24 მაისი, 1920, ქუთაისი – გ. 2000) – ინჟინერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1942 წელს. შრომითი საქმიანობა თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო, სადაც მუშაობდა საამქროს ტექნოლოგად, ოსტატად, საამქროს უფროსად და ქარხნის მთავარი ტექნოლოგის მოადგილედ. 1958 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრას განაგებდა. 1971-1980წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში, ხოლო 1981-1988წწ. რექტორი. დაკრძალულია თბილისში, საბურთლოს სასაფლაოზე.

