კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თეიმურაზ მეჭურჭლიშვილი (1940-2009) –
მძლეოსანი, სპორტის ოსტატი, საქართველოს ჩემპიონი, რეკორდსმენი. მინერალოგიის -სამთო საქმის პროფესორი.
დაიბადა თელავში. ოქროს მედალზე დაამთავრა თელავის პირველი საშუალო სკოლა.დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი.მოსკოვის სამთო საქმის ინსტიტუტი ,სადაც დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. 1963 წელს დაამყარა საქართველოს რეკორდი ბირთვის კვრაში.16,51 მ. (ინფ. მოცემულია გაზეთ “ლელო” -ში, 1963 წ. N 10).
2001 წელს გამოსცა თავისი ლექსების კრებული ,,მზე სიცოცხლის რთველში.” 2008 წელს გამოიცა მეორე წიგნიც ,,შემოძახილი”.
გარდაიცვალა 2009 წლის 9 იანვარს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments