კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თემურ ახობაძე (1947-2014) –
მუსიკოსი.
22 წელი გაატარა თემურ ახობაძემ ამერიკაში. მაგრამ საქართველოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. ბოლო 15 წლის განმავლობაში იგი წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოდიოდა. დროდადრო თბილისის კონსერვატორიაში კონკურსის ჟიურის წევრი იყო, მართავდა მასტერკლასებს. 2009 წლის ზამთარში თემურ ახობაძეს განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად. მან ბარაკ ობამას საინაუგურაციო კონცერტზე დაუკრა.
თემურ ახობაძე მოულოდნელად გარდაიცვალა 2014 წელს. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments