კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თემურ ჩხეიძე (დ. 18 ნოემბერი, 1943, თბილისი — გ. 5 ივნისი, 2022) – რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981), რუსეთის სახალხო არტისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე. 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, 1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა  ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1967-1970 წლებში  მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან იყო სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007-2013 წლებში – სამხატვრო ხელმძღვანელი. თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მედეა ჩახავა (1921-2009) – საქართველოს სახალხო არტისტი.

 

მედეა ჩახავას საფლავის პირვანდელი სახე
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments