თემურ ჟღენტი (1942-2014) – პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთვრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს. 1965-1973წწ. – კომკავშირული სამუშაო; 1974-1975წწ. – განათლების სამინისტროს სამმართველოს უფროსი; 1975-1976წწ. – ესთეტიკური აღზრდის სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის დირექტორი; 1977-1987წწ. – პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორი; 1988-1990წწ. – რუსთაველის თეატრის დირექტორი; 1991-1992წწ. – კულტურის სახელმწიფო სასწავლებელის ხელმძღვანელი; 1992 წლიდან – მეგობართა ჯგუფთან ერთად ინიციატორი კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისა. 2006 წლამდე – ამ უნივერსიტეტის არჩეული რექტორი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

