კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თეიმურაზ კომახიძე (1937-2012) –
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ქ. ბათუმის მერი. საზოგადო მოღვაწე.
თეიმურაზ კომახიძე უამრავი წიგნის ავტორი გახლდათ. მან აჭარაში დააარსა მუზეუმები, ააგო ტაძარი, გამოსცა წიგნები. აჭარაში 12 მუზეუმის დამაარსებელია. მან მოაწყო შერიფ ხიმშიაშვილის საფლავი, სერიყანაში, სადაც ხიმშიაშვილს თავი მოჰკვეთეს, გააკეთა მემორიალური კომპლექსი. მის სახელს უკავშირდება ხულოში სამხატვრო სასწავლებლისა და სამუსიკო სკოლის გახსნა, თამარის დასახლებაში ეკლესიის აგება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დაარსება. სამუზეუმო ექსპონატებს აგროვებდა ყვარელსა და საგურამოში. აგროვებდა ილიასა და ოლღა გურამიშვილის გაჩუქებულ ნივთებს. მას ენციკლოპედიური განათლება ჰქონდა, რაზეც მეტყველებს მისი ავტორობით გამოცემული 60-ზე მეტი წიგნი, რომელიც ,,აჭარის ენციკლოპედიური ცნობარით” დააგვირგვინა.
იგი სოფელ განთიადის სასაფლაოზე განისვენებს…
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments