თემურ ქევხიშვილი (დ. 19 აპრილი, 1940, სოფ. ახალსოფელი, ყვარლის მუნიციპალიტეტი, — გ. 8 დეკემბერი, 2020) – მომღერალი (ლოტბარი), პედაგოგი. სახალხო არტისტი. „საუკუნის ხმა“. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს (გუნდის დირიჟორი). 1961–1976 წლებში იყო ანსამბლ „გორდელას“ ერთ–ერთი დამაარსებელი და წევრი. წლების მანძილზე იყო სხვადასხვა ანსამბლის და გუნდის ლოტბარი და ხელმძღვანელი, პედაგოგი. 1981–1990 წლებში იყო საქართველოს ტელე-რადიო გადაცემების „ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები“ ავტორი და წამყვანი. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

