კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თეიმურაზ წიკლაური (დ. 22 იანვარი, 1946, კოჯორი — გ. 1 თებერვალი, 2021, გორი) –
საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ ივერიას წევრი. საქართველოს სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე.
დაიბადა 1946 წელს კოჯორში. სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1967 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის მსახიობი. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. 2014 წლის 23 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან თემურ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნა.
გარდაიცვალა 2021 წლის 1 თებერვალს, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად. დაკრძალეს კოჯორში, შვილის გვერდით.
საფლავის ფოტო აღებულია Навицка Катарина-ს Instagram გვერდიდან.

       

გახშირებული ვანდალიზმის გამო, ოჯახმა საფლავიდან მოხსნა ბიუსტი და ახლა საფლავი ასე გამოიყურება.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments