კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თენგიზ არაბული (დ. 15 ივნისი, 1936, ნადოკრა, თიანეთის რაიონი — გ. 12 აგვისტო, 2014, თბილისი)
მოჭიდავე, საბჭოთა კავშირის და საქართველოს დამსახურებული სპორტის ოსტატი.
დაწყებითი განათლება სოფელ ნადოკრაში მიიღო. 1953 წელს თბილისში ჩამოვიდა და სწავლა საზეინკლო სასწავლებელში გაგრძელა. შემდეგ დაამთავრა ინდუსტრიულ-პედაგოგიური, პოლიტექნიკური და ფიზკულტურის ინსტიტუტები. 1956-1965 წლებში — 3 გზის საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, 4 გზის ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში, მრავალგზის პრიზიორი. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 5 გზის ჩემპიონი სამბოში. საკავშირო „შრომითი რეზერვები“-ს 3 გზის ჩემპიონი სამბოში. დინამოს საკავშირო პირველობის გუნდური მეორე პრიზიორი. 1961 წელს სსრკ ჩემპიონი (64 კგ) სამბოში.
საკავშირო „შრომითი რეზერვები“-ს სპარტაკიადის ჩემპიონი და 2 გზის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში, საბჭოთა შეიარაღებული ძალების 2 გზის პრიზიორი. საქართველოში ძიუდოს დაფუძნების წლებში (1961-1963) საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. ჩატარებული აქვს საერთაშორისო გუნდური შეხვედრები პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, მონღოლეთის ეროვნულ ნაკრებებთან. არის ჭიდაობის 4 სახეობის სპორტის ოსტატი: ქართული, სამბო, თავისუფალი და ძიუდო. 1966-74 წლებში სპორტკლუბ „სპარტაკი“-ს უფროსი მწვრთნელი ძიუდოში; 1974-86 წლებში სპორტკლუბ „ლოკომოტივი“-ს უფროსი მწვრთნელი ძიუდოში 1987-92 წლებში საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდების ნაკრების უფროსი მწვრთნელი სამბოში; 1992-94 წლებში სამბოს ფედერაციის მენეჯერი. 1994-2004 წლებში სამბოს ფედერაციის გენერალური მდივანი; 2004-2011 წლებში სამბოს ფედერაციის მენეჯერი.
დაკრძალულია სოფელ გლდანის კერძო სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია ბატონი გაბრიელ ბარჯაძის გვერდიდან.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments