თენგიზ არჩვაძე (დ. 3 აგვისტო, 1932, თბილისი — გ. 28 ოქტომბერი, 2023, თბილისი) – მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979). „ხელოვნების ქურუმის“ წოდების მფლობელი (2017). რუსთავისა (2020) და თბილისის საპატიო მოქალაქე (2022). 1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო თეატრში. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, 1973 წლიდან — მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. პირველი როლი, ფილმში „ერთი ცის ქვეშ“, შეასრულა 1961 წელს, ბოლო კი – ფილმში „კიდევ ერთი ქართული ისტორია“. სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული. გარდაიცვალა 2023 წლის 28 ოქტომბერს, 91 წლის ასაკში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მეუღლე ნელი ფილიაშვილი (1932-2015) – მსახიობი, ფილოლოგი. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ბექა ბაღათურიამ.

