კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თენგიზ  ბუაჩიძე (დ. 7 ნოემბერი, 1926, საჩხერე — გ. 16 მაისი, 1994, თბილისი) —   ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972). 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1961-1965 წლებში იყო საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი , 1973–1976 წლებში — საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, 1976 წლიდან — თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. 1946 წლიდან იბეჭდება ბუაჩიძის გამოკვლევები, მოთხრობები და თარგმანები. მას ეკუთვნის გამოკვლევები ქართული, რუსული, უკრაინული, ბელორუსული ლიტერატურის, ხალხთა ლიტერატურული ურთიერთობების, ლიტერატურისა და თარგმანის თეორიის სფეროდან, პუბლიკაციები და კრიტიკული წერილები, ნაშრომები ქართველი რომანტიკოსების შესახებ. 1992-1994 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments