თენგიზ ჩანტლაძე (დ. 5 ივნისს, 1933 – გ. 7 სექტემბერი, 1988)
მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1976) და საქართველოს სახალხო არტისტი (1982).
1960-1961 წლებში ჩანტლაძე მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში. შემდგომში ხელმძღვანელობდა ფილარმონიასთან არსებულ მინიატურების ანსამბლს, მოგვიანებით კი მინიატურების თეატრს. მსახიობი 1988 წლის 7 სექტემბერს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. მასთან ერთად განისვენებს აკადემიკოსი – ვასილ ჩანტლაძე (1905-1995)

