კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თენგიზ კეკელიძე (1927-1992)
მეწარმე.
1947 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე- 8 საშუალო სკოლა წარჩინებით და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით. 1961 წელს ამთავრებს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტს ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით.
1965 წლიდან ოკამის ღვინის ქარხნის დირექტორია. იგი იყო ოკამის ღვინის ქარხნის დამაარსებელი, პირველი დირექტორი, რისთვისაც ამ ქარხანას 1994 წელს მიენიჭა თენგიზ კეკელიძის სახელი და იქ დაიდგა მისი ბიუსტი. თენგიზ კეკელიძე გარდაცვალებამდე მუშაობდა საწარმოო გაერთიანება “თბილღვინოს” გენერალურ დირექტორად.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავზე ლომის ზეგლი დამზადებულია ელგუჯა ამაშუკელის მიერ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments