კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თენგიზ მაქაცარია (1929-1968)

შორეული ნაოსნობის კაპიტანი

ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის დასრულების შემდეგ თენგიზ მაქაცარიამ შორეულ აღმოსავლეთს მიაშურა და 4 წლის მანძილზე იქაური სანაოსნოს გემებით წყნარ ოკეანეში,იაპონიის,ოხოტისა და ბერინგის ზღვებში ცურავდა.
1955 წელს მან ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი(ОВИМУ) დაამთავრა და საქმიანობა შავი ზღვის სანაოსნოში განაგრძო.
1961 წელს სრულიად ახალგაზრდამ,32 წლის ასაკში სამგზავრო ლაინერი -“ГРУЗИЯ” ჩაიბარა,რომლის ეკიპაჟსაც კაპიტანი მაქაცარია სიცოცხლის ბოლომდე მეთაურობდა კიდეც…
მძიმე ავადმყოფობის გამო ნაადრევად გარდაიცვალა, 1968 წელს. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

 

 

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments