კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თენგიზ შავგულიძე (1923-1987) –
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, პარტიზანი, იარაღის კონსტრუქტორი. რუსეთის ფედერაციის დამსახურებელი გამომგონებელი.
დაასრულა მოსკოვის ელექტრომექანიკური ინსტიტუტი, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 1937 წელს, 1942 წელს ჩავარდა ტყვედ, მაგრამ ტყვეობას თავი მალევე დააღწია და შეუერთდა პარტიზანულ მოძრაობას. შეიმუშავა ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი იარაღის სხვადასხვა სახეები, რომლებიც სერიულად იწარმოებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ომის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა მოსკოვში, მის სახელზეა 85 გამოგონება, რომელიც წარმატებით დაინერგა მეტროპოლიტენებსა და სარკინიგზო ტრანსპორტში.
გარდაიცვალა 1987 წელს, დაკრძალულია მოსკოვში, ვედენსკოეს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments