კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თენგიზ სუხიშვილი (დ. 21 ივლისი, 1938, თბილისი ― გ. 25 მარტი, 2007, თბილისი)
მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორი. საქართველოს სახალხო არტისტი.
ილია სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ვაჟიშვილი. 1953 წლიდან საქართველოს ქართული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი სოლისტი. 1969 წლიდან ანსამბლის ქორეოგრაფი. 1958 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი (ნ. რამიშვილთან ერთად) . აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული სოლო პარტიები ცეკვებში “სიმდი”, ქაჯეთის აღება”, “ხონგა”, “ხევსურული”, შეჯიბრი” და სხვა. დადგმები: “ხონგა”, “მხედრული”, “მთიულური”, “შეჯიბრი”, “გამარჯვება”, “ანანური”, ქორეოგრაფიული კომპოზიცია “საკოლმეურნეო” და სხვა.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments