კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თეონა ქუმსიაშვილი (დ. 27 იანვარი, 1984, სიონი — გ. 22 ივლისი, 2010, ხევსურეთი)
მომღერალი. ქართული ხალხური სიმღერების, საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების შემსრულებელი. იყო ანსამბლ „სიონის ზარების“ სოლისტი.
დაიბადა დაბა სიონში, 1984 წლის, 27 იანვარს. 2007-2010 წლებში მონაწილეობდა ქართული ხალხური სიმღერის ფესტივლებზე: „ხევსურული საღამო“ და „არტგენი“. 2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული, რომელიც გაიმართა სოფელ მუცოში), მომავალი ავტომობილი, რომელშიც იჯდა თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან, დასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა. კატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments