კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ტერენტი გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია; დ. 3 ივნისი, სხვა ცნობით 25 ნოემბერი, 1897,ქ. წალენჯიხა — გ. 10 ოქტომბერი, 1934, თბილისი) — პოეტი.
1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს. თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917–1918).  1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. ტერენტი გრანელს 1926 წლიდან თითქმის არც ერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს მასზე დაიწყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა და მთელმა სისტემამ.  1927 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი „ტერენტი გრანელი“. ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში „არამიანცის“ სავაადმყოფოში გარდაიცვალა, დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ხოლო შემდგომ 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

გრანელის საფლავი პეტრე-პავლეს სასაფფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments