ტიციან შარაშიძე (1898-1955) – საოპერო მომღერალი, ბარიტონი, რუსეთში მოღვაწე საოპერო რეჟისორი. დაიბადა ჩოხატაურში. დაამთავრა ქ. ქუთაისის გიმნაზია; სწვლობდა ქ. კიევის უნივერსიტეტში; 1923 წელს მიავლინეს ქ. მოსკოვში, სადაც 1926 წელს დაათავრა სახელმწიფო სტუდია. მონაწილეობდა ქ. ბათუმის საოპერო დასში; 1926–1927წწ. იყო ქ. მოსკოვის დიდი თეატრის ჯერ რეჟისორის ასისტენტი, შემდეგ 1927–1940წწ., 1945–1953წწ. დამდგმელი რეჟისორი; 1940–1945წწ. ქ. აშხაბადის (თურქმენეთი) ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი; 1935–1941წწ., 1945–1955წწ. ქ. მოსკოვის კონსერვატორიის საოპერო სტუდიისა და საოპერო კლასის რეჟისორი, დოცენტი(1935); განახორციელა 20–მდე საოპერო დადგმა, მათ შორის მოსკოვის დიდ თეატრში. დაკრძალულია მოსკოვში, ვედენოს სასაფლაოზე.


