კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თინა ენუქიძე (დ. 1918 — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი)
9 აპრილის ტრაგედიის გმირი.
1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. როგორც მისი ოჯახის წევრი იხსენებს, თინა ენუქიძე სხვას გადაფარებია და ნიჩბით მოუკლავთ. დაკრძალეს 15 აპრილს, თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.
საფლავის ფოტო გადაიღო ბატონმა მიშა ჩხიკვაძემ.
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა.
2019 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი.
         
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments