თინათინ წერეთელი (1903-1980)
იურისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპოდენტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1926 წელს.
მუშაობდა სხვადსახვა ორგანიზაციაში პრაქტიკოს-იურისტად; 1934-1937წწ. სსრ სახკომსაბჭოში იურისტ-კონსულტანტად; 1933 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; კითხულობდა ლექციებს სამოქალაქო სამართალში; 1937-1944წწ. მიჰყავდა სპეციალური კურსი: “მოძღვრება დანაშაულზე”; 1950-1952წწ. იყო იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკურ და სამართლის ინსტიტუტის სამართლის სექტორის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი; მონაწილეობდა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის მომზადებაში; იყო რუსულ-ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის თანაავტორი და მთავარი რედაქტორი(1963). იკვლევდა სისხლის სამართლის ზოგად თეორიულ პრობლემებს, დანაშაულისა და პასუხისმგებლობის საკითხებს, სისხლის სამართლის საფუძვლებს. იგი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო თუ საკავშირო კონგრესებსა და სიმპოზიუმების მუშაობაში. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1951), სისხლის სამართლის ქართული სკოლის ფუძემდებელი.
დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
