თემურ (თიო) გაბუნია (1956-93) – ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენოსანი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. ის მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორია. მუშაობდა „თბილზნიეპ“-ში, საპროექტო ინსტიტუტში „ტურისტპროექტი“, „საქქალაქმშენსახპროექტი“, არქიტექტურულ სტუდიაში „იერი“. ამ პერიოდში შეიქმნა:„ჟურნალისტების სახლი“, 1980წ; უნივერსალური სპორტული კომპლექსი „მზიურში“-1981წ; სასტუმრო 800 ადგილზე ქ. ტაგანროგში-1981წ; სამხატვრო სახელოსნოების საგამოფენო დარბაზი-1982წ; სულხან-საბა ორბელიანის მემორიალი საქართველოს სამხედრო გზაზე-1982წ; მოდების სალონი „ირიდა“ თბილისში-1985წ; „უპოვარ ბავშვთა სოფელი“ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე-1985წ. თიო გაბუნია აფხაზეთში ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ჩაება საბრძოლო ოპერაციებში, იყო სწრაფი რეაგირების ბატალიონის ასეულის მეთაური. 1992 წლის 26 ნოემბერს ოჩამჩირეში მიმავალს, გზაზე მის შესაპყრობად (როგორც მეთაურის) ჩასაფრებულ მტერს ტყვედ რომ არ ჩავარდნოდა, თავი საკუთარი ხელყუმბარით აიფეთქა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.

