უჩა ჯაფარიძე (დ. 4 აგვისტო/17 აგვისტო, 1906, სოფ. ღარი, ონის რაიონი — 6 ივლისი, 1988, თბილისი)
ფერმწერი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1946), სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1963).
1924 წელს იგი ხდება თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი, 1931 წელს, სამხატვრო აკადემიის წარმატებით დამთავრების შემდეგ, უჩა ჯაფარიძემ მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, 1933 წელს უჩა ჯაფარიძე მიემგზავრება მოსკოვში და მუშაობას იწყებს საბჭოთა კავშირის ხალხთა მუზეუმში და ამასთანავე სწავლას განაგრძობდა გამოჩენილი რუსი მხატვრების ხელმძღვანელობით. 1936 წლის ოქტომბრიდან უჩა ჯაფარიძე იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში და 1944 წელს იღებს პროფესორის წოდებას. 1942-1948 წლებში იგი იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი, 1939 წლიდან ფერწერისა და კომპოზიციის კათედრის გამგე, ხოლო 1951, 1955, 1958 და 1972 წლების მხატვართა კავშირის ყრილობებზე არჩეული იყო საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ.
დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

