კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

უშანგი ჩხეიძე (დ. 28 ნოემბერი, 1898, სოფ. ფუთი (ზესტაფონის რაიონი) — გ. 1 დეკემბერი, 1953, თბილისი) –
მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი.
1918 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად მეცადინეობდა  თეატრალურ სტუდიაში. თავდაპირველად მონაწილეობდა მუშათა თეატრების (ავჭალის აუდიტორის, ავლაბრის თეატრი, თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბი) წარმოდგენებში. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში.
თავდაპირველად დაკრძალულეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, საიდანაც გადაასვენეს მთაწმინდის პანთეონში.

უშანგი ჩხეიძის საფლავი დიდუბის პანთეონში
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments