კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვაჟა ბაღოშვილი (1939-2022) –
ოტორინოლარინგოლოგი, ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი.
1956-1962 წლებში სწავლობდა ქ.მოსკოვის № 1 სამედიცინო ინსტიტუტში. სპეციალობით ოტორინოლარინგოლოგი, ლორ-ონკოქირურგია. 1962-1964 წლები ქ. მოსკოვის 1 სამედიცინო ინსტიტუტი ლორ-კათედრა. კლინიკური ორდინატურა. 1964-66 წლები ქობულეთის რაიონი, დაბა ჩაქვი – ლორ-ექიმი. 1966 -69 წლებში ქ.მოსკოვის ჯანმრთელობის სამინისტროს ყელ-ყურ-ცხვირის კვლევითი ინსტიტუტი- ასპირანტი. 1969-74 წლებში იმავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ მუშაკი.1974-76 წლები ქ.კონაკრი, გვინეის რესპუბლიკა, გ.ა. ნასერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტის ლორ-კათედრის ხელმძღვანელი. 1976-82 წლები ქ.მოსკოვი, ყელ-ყურ-ცხვირის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი. 1982-87 წლები ქ.ბათუმის ონკოცენტრის ლორ-ონკოლოგი. 1987-88 წლები ქ. ოლგინის, კუბის რესპუბლიკა – დირექტორის მრჩეველი ლორ-საკითხებში. იყო 45 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი,მათ შორის ოთხი ფრანგულ და ერთი ესპანურ ენებზე. ოთხი მეთოდური რეკომენდაციისა და 2 რაციონალური წინადადების ავტორი.
დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments