კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვაჟა ჯამარჯაშვილი (1943-2016) – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-თბოენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1967 წელს. გაიარა ასპირანტურის კურსი გ.მ. კრჟიჟანოვსკის სახელობის მოსკოვის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1971-1974წწ. – ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელია; 1974 წლიდან მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; ხელმძღვანელობდა თბო და არატრადიციული ენერგეტიკის განყოფილებას; 1995 წლიდან იყო საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის თბო და ატომური ენერგეტიკის განყოფილების ხელმძღვანელი და პრეზიდიუმის წევრი; 90-ზე მეტი გამოქვეყნებული შრომების, ერთი მონოგრაფიის და 20 გამოგონების ავტორი, მათ შორის, დაპატენტებულის ამერიკის შეერთებულ შტატებში და გერმანიაში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments